სად ბექა ვარდოსანიძე და სად ტერორიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია - ზურა მახარაძე

31.01.24 11:19
 სად ბექა ვარდოსანიძე და სად ტერორიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია - ზურა მახარაძე

"კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ამტკიცებს, რომ ბექა ვარდოსანიძე, რომლის სახლშიც დღეს დილით სპეცოპერაცია ჩატარდა, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. ზურაბ მახარაძე მომხდარს "სრულ იდიოტიზმს" უწოდებს და ამბობს, რომ ვარდოსანიძე თავისი პოზიციონირებით ივანიშვილს და "ოცნებას" დისკომფორტს უქმნის. 

მისმა ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკაზე რომ შევიდნენ, ეკითხებიან ტერორისტულ ორგანიზაცისთან გაქვთ თუ არა კავშირი და სად ბექა ვარდოსანიძე და სად ტერორიზმი. გაიტანეს სახლიან აპარატურა, რითაც ბლოგერულ საქმიანობას ეწეოდა და თვითონ ალბათ დაკითხვაზე გადაიყვანენ. მე ვერ წარმომიდგენი ეგეთი რაღაც, სატელეფონო ხულიგნობით... სრული იდიოტიზმია! მისი პოლიტიკური პოზიციის გამოა ეს რაც ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ტიპაჟი ხომ გასაგებია ვარდოსანიძის, ყველამ იცის რა ტიპაჟია. ვარდოსანიძე ზედმეტ დისკომფორტს უქმნის "ოცნებას" ამ კონსერვატიულ ფლანგზე, იმიტომ, რომ ამბობს რაღაც ისეთებს, რაც არ მოსწონს პირადად ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", - ამბობს ზურა მახარაძე. 

შეგახსენებთ, რომ დილიდან ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი კრიმინალური პოლიციის ალყაშია. წინასწარი ინფრმაციით, გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებს. კადრებში, რომელიც „პირველებმა" გადაიღო, ჩანს, რომ გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს. ერთ-ერთი ვერსიით,  პოლიცია ადგენს, რა კავშირი ჰქონდა რადიკალური დაჯგუფების წევრს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინენებთან, ვისი დავალებით მოქმდებდა და აქვს თუ არა კავშირი მას ტერორისტულ ორგანიზაციებთან.

მსგავსი სიახლეები