"ოცნების" პროპაგანდისტები და რამიშვილის საძმო - ვინ წარდგება წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

31.01.24 12:08
"ოცნების" პროპაგანდისტები და რამიშვილის საძმო - ვინ წარდგება წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

"ოცნების" პროპაგანდისტები, პრორუსული "პოსტ-ტვ"-ის თანამშრომლები და შალვა რამიშვილის საძმო - ამ შემაგდნელობით წარდეგა წელს საქართველო ბერლინის საერთაშორიოს კინოფესიტვალზე. რა პროგრამა მიაქვთ ან რა ნამუშევრით მიდის ქვეყანა "ბერლინარეზე"  უცნობია, თუმცა ვიცით, რომ ხელისუფლების მეხოტბეების ვიზიტი ბერლინში ბიუჯეტს ათასობით ლარი დაუჯდა, ასეთ პრეცედენტს კი კინოკრიტიკოსები ვერ იხსენებნ.

ბერლინშია ბაჩო ოდიშარიაც, "პოსტ ტვ"-ის წამყვანი და კინოცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ბერლინში ვიზიტი მის საძმოსთან ერთად დაგეგმა.

კინოკრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არამიზნობრივი თანხების ხარჯვაა, რადგან 32 კაცი ბილეთების, აკრედიტაციის და სასტუმროს ხარჯებს, სწორედ კინოცენტრი აფინანსებს. კითხვები ჩნდება პროფესიონალიზმთან დაკავშირებითაც.

16 კაციც კი საკმარისია, რომ ის ასობით გერმანული ფილმი გაიტანოს ქვეყნის გარეთ და ფრომოუსენი გაუკეთოს. საერთოდ გაურკვეველია რატომ ხდება ეს. ეს, ერთის მხრივ, არის ზედმეტი ხარჯები. 450 ევრო ღირს თითო აკრედიტაცია, ბილეთი, სასტუმრო, ცხოვრება, დღიური დაზღვევა - ეს დაახლოებით რომ დავთვალეთ, ზედმეტი 120 ათასი ლარი იხარჯება ამ ხალხის წაყვანაზე. კინოცენტრიდან დაახლოებით თვენახევრის წინ მეილი გაიგზავნე ბერლინარიზე, ჰყავდა ამ იმელს ხელმომწერი, უბრალოდ კინოცენტრიდან იყო, სადაც მოუწოდებდნენ ბერლინარეს, რომ ჩვენთვის, სია იყო გაგზავნილი, არ გაეკეთებინათ აკრედიტაცია, - ამბობს ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპატრამენტის ყოფილი უფროსი დათო ვაშაძე.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნულ კინოცენტრთან ერთადკინოინსტიტუტი საკუთარ სტენდს წარადგენს. აქ თავს ის ადამიანები მოიყრიან, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან და ამ კუთხით დაანახებენ კინოინდუსტრიის წარნმომადგენლებს, როგორი მადგომარეობაა ქვეყანაში კინოწარმოქმნის მიმართულებით.

 

მსგავსი სიახლეები