"ცილს მწამებენ" - სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული სკოლის დირექტორი განაჩენის მოლოდინშია

31.01.24 12:20
"ცილს მწამებენ" - სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული სკოლის დირექტორი განაჩენის მოლოდინშია

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული სკოლის დირექტორი განაჩენს ელოდება. პროკურატურა 58 წლის კაცის ციხეში გაშვებას და სასწავლო პროცესიდან დისტანცირებას ითხოვს. გახმაურებულ საქმეზე სამსართლო პოცესი ამ წუთებში იწყება.

პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა პირველი განმარტებები გააკეთა.  სკოლის ყოფილი დირექტორი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილია. მისი თქმით, მასწავლებელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.

თავს ვგრძნობ უდანაშაულოდ, ეს არის ცილისწამება და მგონია, რომ მიზანი არის ჩემი სკოლიდან გაშვება და ჩემი ადგილის გათავისუფლება. სამსახურეობრივად მქონდა ურთიერთობა როგორც სხვა კოლეგებთან და ვღებულობდი შესაბამის პასუხს. არც ამ ადამიანთან არც სკოლის სხვა პედაგოგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან მსგავსი კი არა, არანაირი პრობლემა არ მქონია, - ამბობს ბრალდებული. 

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე გეგმავს, მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართოს. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმეში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

დირექტორს 2 წლიანი ზეწოლის და სექსუალური შევიწროების გამო მასწავლებემა უჩივლა. ირკვევა, რომ ქალს ბრალდებული სექსუალურ კავშირს სისტემატურად აიძულებდა და ავიწროებდა. 

მსგავსი სიახლეები