პროტესტის მე-9 დღე - რესპუბლიკურის მედიკოსები ისევ ქუჩაში დგანან
პროტესტის მე-9 დღე - რესპუბლიკური საავდმყოფოს ექიმები ისევ ქუჩაში დგანან. მედიკოსები კლინიკის დატოვებას არ აპირებენ და არც ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას თანხმდებიან. ექიმების პროტესტის მიუხედავად, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი უწყვეტად მიმინარეობს.
"პირველებისთვის" ცნობილი ხება, რომ გუშინ რეპსუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ადმინისტრაციიდან შეტყობინება მიუვიდათ, სადაც ეწერა, რომ ვადა ეწურებოდათ და კონტრაქტებისთვის ხელი სწრაფად მოეწერათ. მედიკოსები ყვებიან, რომ კონტრაქტს სასურველი ხელფასის გრაფაც დაემატა, სადაც თანამშრომლებს შეეძლოთ მიეთითებინათ მათთის საურველი თანხა, რომელსაც კომპენსაციის სახით შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებდნენ. ხელმოსაწერად მისულ ექიმებს კონტრქტში მათთის მიუღებელი სხვა პუნქტები დახვდათ, ამიტომ კონტრაქტებს ხელი არ მოაწერეს.
გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვადასხვა ჯგიფების ჩათებში მოვიდა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი პუნქტი არის, თუ მე მსურს ალტერნატიული სამსახურით ავსაქმდე და კლინიკამ უნდა შემომთავაზოს ეს ალტერნატიული სამსახური. ამ სამსახურის შეთავაზებას დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩამონათვალიდან კონკრეტული კლინიკა, კონკრეტული პოზიცია და მიუთითოთ სასურველი ხელფასის ოდენობა. ეს კიდევ ერთხელ არის მოტყუების და მოსყიდვის მცდელობა, - ამბობს პროტესტის რეჟიმში მჰყოფი მედიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ექიმებმა საერთო სარჩელით საავდმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სამართლოს უკვე მიმართეს, თუმცა სამართლებრივი დავის პარალელურად ისინი პროტეტის შეწყვეტას არ აპირებენ.