უდანაშაულოა, მისი გაჩუმება უნდათ - ბექა ვარდოსანიძის მამა
"ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ვარდოსანიძის მამა მისი შვილის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. კაცი ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულო და პატიოსანია. მისი თქმით, ხელისუფლებას, უბრალოდ, ბექა ვაროსანიძის გაჩუმება უნდა.
არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში ვარ დარწმუნებული. ჩემი ბიჭი არის პატრიოტი ბიჭი... არაფერი ვიცი... არაფერი შეტყობინებები არ ყოფილა, უნდათ, რომ გააჩუმონ. ბექა არის პატიოსანი ბიჭი, სამშობლოს მოყვარული ბიჭი, დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, - ამბობს ვარდოსანიძის მამა.
შეგახსენებთ, რომ დილით ბექა ვარდოსანიძის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებდა. გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს.
ამ წუთებში "ალტ-ინფოს" ლიდერი სუსში იკითხება.
რამდენიმე დღის წინ ბათუმსა და თბილისში განგაში გამოცხადდა. ბათუმის მოლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახორციელდა, ხოლო თბილისში სამთავრობო კვარტალში პოლიციის მობილიზება იყო.