გელა მთივლიშვილს მოსამართლემ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტსა და "მთის ამბების" რედაქტორს, გელა მთივლიშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - ჟურნალისტი 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 25 იანვარს გაიმართა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.