ვარდოსანიძის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი "პროვოკაციაა" - "ალტ-ინფო" პროტესტს აანონსებს

31.01.24 15:15
ვარდოსანიძის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი "პროვოკაციაა" - "ალტ-ინფო" პროტესტს აანონსებს

რადიკალური დაჯგუფება პროტესტს აანონსებს. "ალტ-ინფოს "ლიდერები სუსთან იკრიბებიან.  პროსტეტი ბექა ვარდოსანძის გამოკითხვაზე გადაყვანას მოჰყვა. 

შეკრებილები გამორიცხავენ, რომ ვარდოსანიძეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდეს კავშირი. მათი თქმით, ადგილი აქვს პოლიტიკურ შურისძიებას.

 მე პირაად არ მჯერა, რომ ბექა ვარდოსანიძეს ტერორისტულ აქტების შესახებ აგზავნიდა მესიჯებს. გამოვრიცხავ მაგას და მოვედით იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული, ეს იყოს, უბრალოდ, პროვოცირებული რაღაც ძალები მიერ. დასავლეთიდან, რომელსაც ძირითადად ბექა ვარდოსანიძე არ სწყალობდა ლიბერალურ ფრთას და ეს იყო პროვოცირებული, მოგონილი, ვინმეს მიერ დაგზავნილი ან შეკვეთილი, რომ დაატერორონ კონსერვატორული ფრთა, - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი. 

იმ შემთხვევაში თუ ვაროსანიძეს დააკავებენ, კონსერვატორული პარტიის წევრები პროტესტს აანონსებენ. 

პრორუსული მოძრაობის წევრს ამ წუთებში კონტრტერორისტული დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების საქმეზე ჰკითხავს.  მუხლი, რომლითაც  სუსი ამ საქმეს იძიებს,  6 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს. დადგნილია, რომ ვარდოსანიძის მეილიდან ცრუ შტეყობინები თბილისში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ რამდენიმე უწყებამ ერთდროულად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დილით ბექა ვარდოსანიძის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა.  გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებდა. გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს.

 რამდენიმე დღის წინ ბათუმსა და თბილისში განგაში გამოცხადდა. ბათუმის მოლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახორციელდა, ხოლო თბილისში სამთავრობო კვარტალში პოლიციის მობილიზება იყო. 

მსგავსი სიახლეები