კოკა-კოლას და TV პირველს შორის მემორანდუმი გაფორმდა
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა" და TV პირველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ჭყონიამ და "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" "ტვ პირველის" გასართობი, შემეცნებითი და სპორტული გადაცემების სპონსორი იქნება. თანამშრომლობის ფარგლებში მაყურებელი წელს ახალ სატელევიზიო გადაცმებსაც ნახავს.
"კოკა კოლა" არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოხარულები ვართ, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება“ - განაცხადა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა.
მემორანდუმის გაფორმებას "ტვ პირველის" გუნდი ესწრებოდა. კომპანიამ ჟურნალისტებს მათი ახალი პროექტები გააცნო, მათ შორის, წყლის ახალი ქარხანა, რომლის მშენებლობაც ნატახტარში დასასრულს უახლოვდება.
ჩვენ ასეთი წესი გვაქვს, რომ კომპანიები და ტელევიზიები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, მოვიწვიოთ, ვაჩვენოთ ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი ქარხანა, ჩვენი ხარისხი, მუშაობის სტილი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენ წარგვადგენენ, იყვნენ უფრო თამამები, რადგან უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის რეკლამა. "ტვ პირველი", ჩემი აზრით, ერთ-ერთი პროგრესული ტელევიზიაა დიდი შემადგენლობით, განსაკუთრებული ხალხი მუშაობს ამ ტელევიზიაში და მოხარულები ვართ, რომ ყოველწლიურად გრძელდება ხელშეკრულება", - ამბობს ჭყონია.
"ტვ პირველისთვის" "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პარტნიორობა საამაყოა, რადგან კომპანია წლების მანძილზე ინარჩუნებს მაღალ ხარისხს, რაც გამორჩეულს ხდის მას.
ძალიან საამაყოა, როდესაც შენი მედიასაშუალების პარტნიორი ხდება "კოკა-კოლა", რადგან შეუძლებელია, როცა შენ ასეთ მძიმე რეალობაში, როგორც მედიას გიწევს მუშაობა, არ ოცნებობდე, რომ გყავდეს ხარისხიანი, ძალიან მაგარი კომპანია პარტნიორად. უფრო ძლიერი ხარ, როდესაც გვერდით გიდგას "კოკა-კოლა", - ამბობს გრიგოლია.