ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა - "კაბუს" ადვოკატი

31.01.24 17:10
ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა - "კაბუს" ადვოკატი

"კაბუ"ს ადვოკატი ამტკიცებს, რომ ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის საქმეში მტკიცებულებები გაყალბებულია. ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული მსახიობის საქმის განხილვა დღეს მძიმე ბრალდებებით დაიწყო. 

უფრო კომნრეტულად, ბრალდებული მსახიობის ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა.

"ჩხრეკის ოქმში გამომძიებელი ამოღებულ ნივთიერებას მოყავისფრო-მოშავოდ აღწერს, ექსპერტი კი მას მოყვითალო-მოშავო ფერად"- თქვა ადვოკატმა.

"კაბუმ" დღეს სასამართლოზე არაფერი თქვა, მსახიობს ვრცელი კომენტარი არც სასამრთლოს შემდეგ გაუკეთებია. 

მან უპასუხოდ დატოვა კითხვა - ვისი ჩარევით ან გავლენით დატოვა დაწესებულება ციხეში 7 წლიანი მუხლით გაშვებულმა მსახიობმა მეორე დღესვე. 

მსგავსი სიახლეები