სასამართლო სისტემის კრახი - გაჭიანურებული საქმეები და მოსამართლეთა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები

31.01.24 20:26
სასამართლო სისტემის კრახი - გაჭიანურებული საქმეები და მოსამართლეთა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები

სასამართლო სისტემის კრახი - ორწლიანი დაკვირვების შედეგად იურისტებმა ისეთი პრობლემები დაადგინეს, რაც პრაქტიკულად სისტემის პარალიზების ტოლფასია. უვადოდ გაჭიანურებული სასამართლო პროცესები. საქმეები, რომლებიც თაროზეა შემოდებული, მოქალაქეები კი საბოლოო გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდებიან. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მოსამართლეები ხშირად სრულიად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. აღკვეთის შეფარდების დროს კი პრაქტიკიდან თითქმის გამქრალია სხვა ღონისძიებები, გარდა პატიმრობისა და გირაოს გამოყენების.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები