ფილმების დაფინანსების ნაცვლად ევროტური ბიუჯეტის ხარჯზე - რაში ხარჯავს ფულს ეროვნული კინოცენტრი

31.01.24 20:21
ფილმების დაფინანსების ნაცვლად ევროტური ბიუჯეტის ხარჯზე - რაში ხარჯავს ფულს ეროვნული კინოცენტრი

ფილმების დაფინანსების ნაცვლად ევროტური ბიუჯეტის ხარჯზე - რაში ხარჯავს ფულს ეროვნული კინოცენტრი. "შეწყდეს ვოიაჟები" - ამ მოთხოვნით ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 32-კაციან დელეგაციას აგზავნის. შედარებისთვის თავად მასპინძელი გერმანია ფესტივალზე 17 დელეგატით იქნება წარმოდგენილი. საფრანგეთი - 8, ხოლო სომხეთიდან ბერლინში სულ 3 კაცი მიემგზავრება. 

კიდევ უფრო საინტერესოა ქართული დელეგაციის შემადგენლობა. ბაჩო ოდიშარიამ, რომელიც წულუკიანმა კინოცენტრის ხელმძღვანელის მოადგილედ დანიშნა, დელეგაციაში "პოს ტივის" განსაკუთრებული კვოტა გამოუყო. "ბერლინალზე" მიდის მისი თანაწამყვანი გური სულთანიშვილიც. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია კი ბიუჯეტს ათი ათასობით ლარი დაუჯდება და ეს იმ დროს, როდესაც რეჟისორები ფილმების გადასაღებად წლობით ელოდებიან კინოცენტრის დაფინანსებას.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები