თსუ-ში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა იგეგმება

31.01.24 20:20
თსუ-ში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა იგეგმება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსის პროექტირების კონკურსი დასრულდა - პირველი და მეორე სასწავლო კორპუსების მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-ადმინისტრაციული დანიშნულების კორპუსი აშენდება.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია ავრცელებს.

კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.

მიმდინარე წლის 30 იანვარს დასრულდა პროექტების წარმოდგენის პროცედურები. 31 იანვრიდან პროექტების გაცნობისა და შეფასებისთვის თსუ-ის პირველ კორპუსში გამოიფინა რვა არქიტექტურული კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები