რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი გამოიხსნეს
რუსული ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქე გამოიხსნეს - 59 წლის ზაქრო ნონიაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინული მიწის დასაცავად ოკუპანტებს ებრძოდა.
ახმეტაში დაბადებული, გამოცდილი სერჟანტი რუსებმა ერთი წლის წინ გაიტაცეს. ნონიაშვილი აზოვსტალის მისადგომებთან იბრძოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინამ ჯამში 207 ტყვე დაიბრუნა. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მათ შორის არიან ისეთებიც. ვინც, რუსული პროპაგანდის მტკიცებით, ილ 76-ის ჩამოგდებისას დაიღუპნენ.