პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე ლოკაციაზე ატარებს - ისანში სპეცოპერაცია ქოლ-ცენტრებს უკავშირდება
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ქოლ-ცენტრს უკავშირდება.
უწყების თქმით, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს კიდევ რამდენიმე ადგილას ატარებს.
"საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.
პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.
საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.