ბერლინალეზე წამსვლელთა დელეგაცია 34-მდე გაიზარდა - ვინ არის 2 ახალი წევრი
ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაციას კიდევ 2 ადამიანი დაემატა. ინფორმაციას ამ შემთხვევაშიც გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.
საბიუჯეტო ორგანიზაციის სტენდს 34 მონაწილე ეყოლება, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.
კინობაზრობის (EFM) საიტის მიხედვით, დელეგაციას დაემატა პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და ირაკლი ბერიძე, რომელიც სიაში რეჟისორის სტატუსით არის.
შეგახსენებთ, დელეგაციაში ასევე შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ისა და „იმედის“ თანამშრომლები. სიაში ასევეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი და რეჟისორი ლეო გაბრიაძე.