სპეცოპერაციების სერია თბილისში - ვის ეკუთვნის კომპანიები, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს და რას ეძებს პოლიცია

01.02.24 20:33
სპეცოპერაციების სერია თბილისში - ვის ეკუთვნის კომპანიები, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობს და რას ეძებს პოლიცია

 

 

სპეცოპერაციების სერია თბილისში ე.წ ქოლ ცენტრების საქმეზე - უკვე რამდენიმე საათია, ისანში მდებარე ორ ოფისში ჩხრეკა და თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ოფისებიდან ამოღებულია კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები. ყველაფერი დალუქულია და გადატანილია საგამოძიებო უწყებაში. ახლა პროკურორებმა უნდა დაადგინონ რას საქმიანობდნენ  ეს კომპანიები და ხომ არ გამოიყენებოდა ოფისები დანაშაულებრივი სქემის განხორციელებისთვის.

საგამოძიებო მოქმედებები სხვა ლოკაციებზეც მიმდინარეობს და საქმე ეხება ტრანსნაციონალურ დანაშაულს, თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს. საქმის პროკურორმა "პირველებს" ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ ოფისებში სავარაუდოდ, განთავსებულია ქოლ-ცენტრები.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად აწარმოებს საერთაშორისო გამოძიებას ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობის გამოვლენის მიზნით. დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების სავარაუდო ოფისებში. ბუნებრივია, გამოძიების მიმდინარეობისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოებას როგორც ადრე, აუცილებლად მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

"პირველების" ინფორმაციით", სავარაუდო ქოლ-ცენტრების უკან, შესაძლოა იდგეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ კომპანმია, კომპანია, სადაც ჩხრეკა ჩატარდა არის შპს "ოთო და ბიჭები", რომელიც ეკუთვნის კასპში მცხვორებ ერთ-ერთ პირს ოთარ ხიზიმბარელს. ხიზიმბარელი ჩვბენს ზარებს არ პასუხობს, თუმცა "პირველებს" მისი ოჯახის წევრები ეუბნებიან,  რომ ხიზიმბარელი ვალებში იხრჩობა და არანაირი კომპანია მის საკუთრებაში არ არის. სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ოფისი, სადაც სამართალდამცველები შევიდნენ ფორმალურად იყო რეგისტრირებული კონკრეტულ პირზე.  

დგას თუ არა სავარაუდო ქოლ-ცენტრების უკან ჭიკაიძე, ამის შესახებ "პირველებმა"  პროკურორ მიხეილ სადრაძესაც ვკითხეთ, თუმცა მან დეტალიზაციისგან თავი შეიკავა და კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის ჩართვაში.

მსგავსი სიახლეები