შავი სიის ნაცვლად მილიონიანი კონტრაქტი - წერეთლის გამზირიდან გაშვებულ კომპანიასთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტები იწყებენ
წერეთლის გამზირიდან სკანდალით გაშვებულ კიდევ ერთ კომპანიასთან თანამშრომლობას მუნიციპალიტეტები იწყებენ. შპს "მილენიუმ ბილდეს გრუპს" სიღნაღი, გარდაბანი და საგარეჯო ერთმანეთის მიყოლებით უფორმებენ რამდენიმე მილიონიან კონტრაქტებს. ჯამში სამი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ეს კომპანია ათ მილიონს ელოდება. არადა კალაძე ამტკიცებს, რომ კომპანია, რომელმაც ვალდებულებები წერეთლის გამზირზე არ შეასრულა, შავ სიაში შესაყვანად გადააგზავნა. შავი სიის ნაცვლად კი მის ანგარიშზე მილიონები მალე ისევ ბიუჯეტიდან ჩაირიცხება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილი რეპორტაჟში.