უზნაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - "ლელოს" ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ

01.02.24 21:00
უზნაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - "ლელოს" ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ

 

 

 

"ოცნების" პირობებში მიღებული კანონი, რომელიც არ მუშაობს. უზნაძის ქუჩაზე ხალხი უკვე წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ამ ტერიტორიაზე წლიდან წლამდე იზრდება კაფე-ბარების რაოდენობა, საიდანაც თითქმის 24 საათის განმავლობაში ხმაური ისმის.

მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიცია ობიექტების მეპატრონეებს მინიმალური რაოდენობის თანხით აჯარიმებს და ისიც იშვიათად. პრობლემის შესახებ "ლელოს" ლიდერებს დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ უამბო და დახმარება სთხოვა. მამუკა ხაზარაძე და საბა ბუაძე ამბობენ, რომ აუცილებელია ჯერ კანონის კიდევ  უფრო გამკაცრება და შემდეგ მისი აღსრულება.

ვერც სახელმწიფო, ვერც მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს, რომ კერძო სექტორსა და მაცხოვრებლებს შორის ჩადგეს, როგორც დამაბალანსებელი და მიიღეს ზომები, რაც ამ ადამიანების სერიოზულ პრობლემებს შეამსუბუქებს", - განაცხადა საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები