"ევროპა ერთიანია... ჩვენ არ გვეშინია პუტინის" - მიშელი

01.02.24 22:37
"ევროპა ერთიანია... ჩვენ არ გვეშინია პუტინის" - მიშელი

"ევროპა ერთიანია... ჩვენ არ გვეშინია პუტინის" - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მიშელის თქმით, ეს არის გზავნილი აშშ-სა და მოკავშირეებისთვის, რომ ევროკავშირი მზადაა დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

"დეკემბერში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა, როდესაც ოფიციალურად გადავედით გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე უკრაინასა და მოლდოვასთან, დღეს კი გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ მოხდება დამატებით 50 მილიარდი ევროს მობილიზება უკრაინისთვის. ეს გადაწყვეტილება უგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს და აჩვენებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, უკრაინის გვერდით ვიდგეთ, ეს ასევე არის გზავნილი ჩვენი ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ ევროპა ერთიანია და ჩვენ არ გვეშინია პუტინის, ეს ასევე არის გზავნილი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა",- თქვა შარლ მიშელმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შეთანხმებას ლიდერებმა ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მიაღწიეს. როგორც ჩანს, ორბანს კომპრომისზე წასვლა მოუწია. უნგრეთის  პრორუსი პრემიერი ვეტოთი იმუქრებოდა, თუმცა მუქარა ვერ შედგა.  

მსგავსი სიახლეები