4 დანაშაული ერთ ღამეში - არასრუწლოვნებმა თბილისში მაღაზიები გატეხეს

02.02.24 11:11
4 დანაშაული ერთ ღამეში - არასრუწლოვნებმა თბილისში მაღაზიები გატეხეს

ქურდობების სერია თბილისში - არასრულწლოვნებმა მაღაზიები გატეხეს. საუბარია სუპერმარკეტებსა და ალკოჰოლური სასმლის მაღაზიებზე. ერთ ღამეში ჩადენილია ოთხი დანაშაული. ხელწერა ყველგან იდენტურია. 18 წელს მიუღწეველი პირები რამდენიმეე წუთში საკეტებს ხსნიან, სალაროებს ასუფთავებენ და გარბიან.

ბარნოვის და კეკელიძის ქუჩებზე, ასევე გლდანში დილიდან სავაჭრო ობიექტების მფლობელები ზარალს ითვლიან და კამერების ჩანაწერებს ათვალიერებენ. 

"პირველებმა" მოიპოვა დანაშაულის ამსახველი კადრები, რომელიც "პრემიუმ ალკოს" მაღაზიაშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ იმ დროს, როდესაც არასრუწლოვნები მაღაზიის გატეხვას ცდილობენ, ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ავტომობილმა ჩაიარა. მოზარდები რამდენიმე წუთით ჩერდებიან, შემდეგ კი დანაშაულს ახორციელებენ. 

მაღაზიის მეპატრონეები ამბობენ, რომ არასწრულწლოვნები დაუსჯელობის სინდრომის გამო დანაშაულს თვეში რამენჯერმე ჩადიან. ეს დანაშაულები კი სხვადასხვა უბანში ერთმანეთის პარალელურად ხდება. 

წინა წლის განმავლობაში ჩვენი შოურუმი 4-ჯერ, ოფისი ერთხელ გატეხეს, 5-ჯერ ჯამში. გამთენიისას ხდება ხოლმე მუდმივად ეს ძარცვა. ეს არის არასრულწლოვნების დაჯგუფება. წაიღეს ჩვენი ელექტროსიგარეტების სტენდები და დელექტროსიგარები, რომლებიც მერე უკვე გამომძიებლებმა ბარნოვიც ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილი იპოვეს. ფაქტობრივად, ფორმალური სახე აქვს ხოლმე არ ყველაფერს, თუნდაც მოხდეს მათი ამოცნობა, ჩენთვის არაფერი იცვლება და ამას აქვს პერმანენტული ხასიათი.ეს არასრუწლოვნები ვირაცისგან არიან მართულები. მე რამდენადაც ვიცი, უკვე ციხეებიდანაც ავალებენ ამ ბავშვებს, იმიტომ, რომ ყველამ იცის, რომ დაუსჯელობის სინდრომია, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. 

დანაშაულების ადგილებზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა, თუმცა აღნიშნული პოლიციის მხრიდან არის ფორმალური, რადგან არასრულწლოვნებმა იციან, რომ შსს მათ ხელბორკილებს არ ადებს.

 

 

მსგავსი სიახლეები