დალუქული ოფისები და მრავალსაათიანი გამოკითხვები - ქოლცენტრების საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ
დალუქული ოფისები, მრავალსაათიანი გამოკითხვები და არცერთი დაკავებული - ამ შედეგით დასრულდა სპეცოპერაციების პირველი სერია თბილისში. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ფინანსური პოლიცია და პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს გვიან ღამემდე ატარებდნენ. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში ტრანსნაციონალური დანაშაული ხდებოდა და საქმე თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება.
ქოლცენტრებიდან მობილური ტელეფონები, დოკუმენტაცია, პერსონალური კომპიუტერები და მეხსიერების ბარათებია ამოღებული.
ძირითადად წაიღეს ტექნიკა, როგორც ხდება ხოლმე, მათ შორის, ტელეფონები როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი. არ არის ჩემთვის ცნობილი უშუალოდ რას საქმიანობს ეს კომპანია და ზოგადად, ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, რომ განჩინების თანახმად, გამოძიება დაწყებულია 2023 წლის 17 მაისს. მას შემდეგ მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, საგამოძიებო მოქმედებები, ეს იყო ფარული თუ რა იყო, ჩემთვის უცნობია. ამ ეტაპზე მეტ ინფრომაციას არ ვფლობს, გარდა იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 194 მუხლით, რომელიც გახლავთ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ფულის გათეთრება. როგორც მოგეხსენაბთ, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული, - ამბობს კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ადვოკატი.
არ არის გამორიცხული, გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვები გააახლოს.
ვინ დგას ქოლცენტრების უკან, ჯერ-ჯერობით უცნობია.