უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს

02.02.24 11:59
უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რის შემდეგაც მათ სამშობლოში გადმოსვენებენ. 

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რუსი ოკუპანტების აგრესიას ზურაბ წიკლაურის და გოჩა ჟვანიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მეომრები აღმოსავლეთ ფრონტზე იერიშის დროს დაიღუპნენ. ორივე მათგანი გამოცდილი სამხედრო იყო. უკრაინული მიწის დასაცავდ ქართველი ჯარისკაცები ჯერ კიდევ  2014 წლიდან იბრძოდნენ.  წიკლაურიც და ჟვანიაც ქართულ ლეგიონში ირიცხებოდნენ.

მსგავსი სიახლეები