მე არ ვარ ეკლესიის მტერი, სტალინის მტერი ვარ - ნატა ფერაძე

02.02.24 15:11
მე არ ვარ ეკლესიის მტერი, სტალინის მტერი ვარ - ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. სამოქალაქო აქტივისტი ხუთი დღით საკანში დარჩება. სადამსჯელო სპეცოპერაცია შედგა. ქალი, რომელიც პოლიციას ჩალაგებული ბარგით სახლში ელოდებოდა, ჯერ სამართალდამცველებმა დიდ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ბოლოს  საპატიმროში წაიყვანეს. 

ნატა ფერაძე სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მის ინტერესებს საია დაიცავს.

აქტივისტი ამბობს, რომ მისი დაკავებით "ოცნება"  რადიკალებს უგორებს კოჭს.

5 დღე გავძლებ ციხეში და ეს არის სახადი, რასაც ვიხდი ამ ბანძ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა, საია მიდგას გვერდში. ამას გავასაჩივრებთ. მხნედ ვარ. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც სუფთა ფურცხლების გამო დააპატიმრა ხალხი. რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამ მუხლს აქვს აქვს ეს ზომა, მაგრამ გადაჭარბებულია, რაის 5 დღე პატიმრობა კვერცხის სროლისთვის, მაგრამ, ნუ მოკლედ, გავსაჩივრებთ, კანონიერადაც ბოლომდე მივყვებით. ეს დაშინება და დატოლებაა, გუშინ რომ ჰყავდათ ზურა მახარაძე დაჭერილი, იმათაც უგორავენ კოჭს, რომ აი ეკლესიის მტერსაც ვაკავებთ, მე არ ვარ ეკლესიის მტერი, სტალინის მტერი ვარ. სტალინმა ამოგვხოცა, ეს არის სტალინზე მიყენებული შეურაცხყოფა, რომელსაც არ ვნანობ არცერთი წამით", - ამბობს ნატა ფერაძე "პირველებთან".

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.

მსგავსი სიახლეები