ინსპექციამ საბურთალოზე, ფერაძის ქუჩაზე მდებარე დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა დაანგრია
თბილისის მუნიციპალური ინსპექციამ საბურთალოს რაიონში, ფერაძის ქუჩაზე, დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა.
უწყების ცნობით, შენობა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო განთავსებული და ხელს უშლიდა სკვერის რეაბილიტაციას.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ საბურთალოს რაიონში, ფერაძის ქუჩაზე, რეკრეაციულ სივრცეში, სკვერის ტერიტორიაზე სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ განთავსებული, დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განხორციელდა. უკანონოდ განთავსებული შენობა ხელს უშლიდა სკვერის რეაბილიტაციას, დემონტაჟის შემდგომ სკვერის მოწყობის დასრულების მიზნით სამუშაოები გაგრძელდება", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.