5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს - მორგოშია

02.02.24 17:21
5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს - მორგოშია

ნატა ფერაძე ხუთი დღე საკანში დარჩება, თუმცა პრო-რუსი რადიკალები მაინც უკმაყოფილოები არიან. კოკა მორგოშია "პირველებთან" ამბობს, რომ 5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს.

მორგოშიას თქმით, მსგავსი ფაქტი რომ არ განმეორდეს, საჭიროა, რომ უმოკლეს ვადებში იქნეს მიღებული კანონი, რაც ხატის და ეკლესიის შერაცხყოფას სისხლის სამართლის მუხლით დასჯის.

5 დღიანი პატიმრობა არ არის ის საჯელი, რასაც ნატა ფერაძე იმსახურებს. მაგრამ ამ ეტაპზე, ქართველი ხალხის მხარეს გადადგმული კომპრომისი უფროა. სულ არარაობას ჯობია, რომ დაისაჯა და რაღაცა დღეები მაინც მოუწია ციხეში. ეს რომ არ განმეორდეს და მსგავსი ვანდალიზმი ნატა ფერაძეებმა და სხვა გიჟებმა რომ არ მოისურვონ, კანონი უნდა მიიღონ უმოკლეს ვადებში", - ამბობს მორგოშია

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.

 

მსგავსი სიახლეები