ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმეში ერთადერთი ჩვენება დევს და ისიც სასულიერო პირის

02.02.24 17:19
ნატა ფერაძის წინააღმდეგ საქმეში ერთადერთი ჩვენება დევს და ისიც სასულიერო პირის

ნატა ფერაძის უფლებამდაცვლემა ცოტა ხნის წინ დატოვა დიღმის მტავარი სამმართველო - მისი თქმით, საქმეში მხოლოდ ერთადერთი მოწმის ჩვენება არსებობს დაკავებული აქტივისტის წინააღმდეგ და ეს არის სამების ტაძრის სასულიერო პირი. 

სამღვდელოების წევრი ჩვენებაში წერს, რომ ნატა ფერაძე ტაძარში ყვიროდა, თუმცა მის გარდა მსგავს ჩვენებას არ აძლევენ სხვა ადამიანები, რომლებიც იმ დროს სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ.

ადვოკატს მიაჩნია, რომ ნატა ფერაძე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედება. 

არანაირი წვრილმანი ხულიგნობა აქ არ ყოფილა, მხოლოდ იყო წვრილმანი ხულიგნობა, პროტესტი იმ გამოსახეულები მიმართ, საუბარია სტალინის გამოსახულებაზე, რომელიც სამებაში იყო გამოსახული. სასჯელიც იყო არაპროპორციული, პატიმრობა უმკაცრესი ღონსიძიებაა და არ უნდა გამოყენებულიყო. გარდა ამისა, საერთოდ არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, რატომ გამოიყენეს უმკაცრესი სასჯელი. შეეძლოთ ჯარიმაც გამოეყენებინათ, თუ მაინცდამაინც სამართალდარღვევად თვლიდა. ერთადერთი ჩვენება იყო მოწმის, იმასთან დაკავშირებით, რომ სამებაში თიტქოს ნატა ფერაძემ იყვირა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და ერთადერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე მოხდა ამის გაზიარება, როგორც ფაქტის. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი სასულიერო პირი. იქ ხალხიც იმყოფებოდა, თუმცა საქმეში სხვა მსგავსი ჩვენება არ არსებობს", - ამბობს ადვოკატი.

ქალი, რომელიც პოლიციას ჩალაგებული ბარგით სახლში ელოდებოდა, ჯერ სამართალდამცველებმა დიდ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ბოლოს  საპატიმროში წაიყვანეს. დაკავების ეს ფორმა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ნატა ფერაძის შვილისთვის.

ძალიან არაადეკვატური ფორმა იყო დაკავების. სრული ბარდაგი აწიეს სახლში. ძალიან შეურაცმყოფელი იყო ჩემთვისაც და რა თქმა უნდა, ნატასთვისაც. ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ შეეცდებოდნენ სამსახური გაეწიათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამას ძალიან მოითხოვდნენ", - ამბობს აქტივისტის შვილი.

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.

 

მსგავსი სიახლეები