ხატის შეურაცხყოფაზე 5 დღეა პატიმრობა და EU-ს დროშის დაწვაზე 6 წელი - მახარაძე ფერაძის დაკავებაზე

02.02.24 17:26
ხატის შეურაცხყოფაზე 5 დღეა პატიმრობა და EU-ს დროშის დაწვაზე 6 წელი - მახარაძე ფერაძის დაკავებაზე

ხატის შეურაცხყოფაზე 5 დღეა პატიმრობა და EU-ს დროშის დაწვაზე 6 წელი, ეგ არის "ოცნების" სტანდარტი - ასე ეხმაურება ნატა ფერაძის დაკავებას რადიკალების ერთ-ერთი ლდიერი ზურა მახარაძე.

მახარაძის თქმით, მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით უნდა ისჯებოდეს.

ნატა ფერაძის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ზუსტადაც რომ სისხლის სამართლის 155-ე მუხლი და აქედან გამ,ომდინარე, ჩვენ ვთვლით რომ განსაკუთრებული მიდგომა არის ნატა ფერაძის მიმართ. 5 დღე პატიმრობა არის ხატის შეურაცხყოფაზე და ევროკავშირის დროში დაწვაზე 6 წლიანი პატიმრობა. ეგ არის "ქართული ოცნების" სტანდარტი და გასაგებია, რომ თქვენი ფლანგისთის საერთოდ ხელშეუხებელი უნდა იყოს ნატა ფერაძე და ჩვენ უნდა დაგვხვრიტონ, მაგრამ ობიექტურად, სისხლის სამართლის 155-ე მუხლი არის რაც გააკეთა ფერაძემ, - ამბობს მახარაძე.

სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. 

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს. 

ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს. 

რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ  მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.

მსგავსი სიახლეები