სადამსჯელო ოპერაცია სტალინის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის - ნატა ფერაძე ციხეში გაუშვეს

02.02.24 20:23
სადამსჯელო ოპერაცია სტალინის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის - ნატა ფერაძე ციხეში გაუშვეს

 

 

სადამსჯელო ოპერაცია სტალინის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის -  ნატა ციხეში გაუშვეს. ის საპატრიმროში 5 დღეს გაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ფერაძე წინააღმდეგობის გაწევას არც კი გეგმავდა, ერთი ქალის დასაკავებლად სამოქალაქო აქტივისტის სახლში პოლიციელების მთელი ჯარი მივიდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა ბარგი ჩაალაგა და საკუთარ სახლში სამართალდამცველების გამოჩენას მშვიდად ელოდა. 

სტალინის გამოსახულებიანი ხატის გაპროტესტებისთვის ნატა ფერაძის წინააღმდეგ სასჯელის უმკაცრესი ზომა გამოიყენეს, თუმცა ამ დრომდე პოლიცია არც კი დაინტერესებულა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მუქარების სერიით.  რადიკალებმა ნატა ფერაძის სახლი ჯერ ალყაში მოაქციეს, შემდეგ კი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.  

ფერაძე დარწმუნებულია, რომ გომელაურმა რადიკალების დაკვეთა შეასრულა და ამიტომ დაადეს ხელბორკილები.

"ალტ-ინფო" კი მაინც უკმაყოფილია. მოძალადეები სამოქალაქო აქტივისტისთვის კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვდნენ.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები