მივა თუ არა ქოლცენტრების გამოძიების კვალი ალექსანდრე ჭიკაიძემდე?
მივა თუ არა ქოლცენტრების გამოძიების კვალი ალექსანდრე ჭიკაიძემდე? ციქნება თუ არა მათ შორის "ოცნების" ყოფილი შს მინისტრი, ჯერ უცნობია. მანამდე კი "პირველებმა" ახალი დეტალები დაადგინა.
კომპანიები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სისტემაში ჭიკაიძის მინისტრობის დროს მუშაობდა.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსადრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურილი პირია. ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ყვებიან, რომ მჭედლიშვილი ოფისში ხშირად მიდის, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში თავად არ ჩნდება. საეჭვო კომპანიები ფიქტიურ პირებზე აქვს დარეგისტრირებული. ერთ-ერთია კასპში მცხოვრები ოთარ ხიზიმბარელია. მისი ოჯახის წევრები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც გაიგეს, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები კაცის სახელზე ბიზნესკომპანიაა გააფორმებული.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.