ჩვენებები აითაჯის დედის წინააღმდეგ - სასამართლო სხდომამ დღეს ხმაურის ფონზე ჩაიარა

02.02.24 20:35
ჩვენებები აითაჯის დედის წინააღმდეგ - სასამართლო სხდომამ დღეს ხმაურის ფონზე ჩაიარა

14 წლის მოკლული აითაჯის საქმეზე სხდომა დღეს რამდენიმე საათი პარალიზებული იყო. სასამართლოში სასაწრაფო დახმარების სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. აითაჯის ბრალდებული დედა შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სხდომაზე მკვლელობისთვის დაკავებული კაცის მშობლების გამოკითხვა დაიწყო. ქალი მას მოსამართლის წინაშე   უყვიროდა, რომ შვილი მოუკლეს. 

დღეს ყველა მოწმემ ჩვენებები აითაჯის დედის წინააღმდეგ მისცა. მათ შორის იყო სკოლის დირექტორი, რომელიც ამტკიცებდა, რომ თუ  გოგონა იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან დედა ამბავს მალავდა.

ქალის წინააღმდეგ ჩვენებები დღეს სასამართლოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მშობლებმაც მისცეს.

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები