მოსალოდნელია თუ არა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი - მორიგი მუქარა სამინისტროდან

02.02.24 20:38
მოსალოდნელია თუ არა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი - მორიგი მუქარა სამინისტროდან

 

 

მოსალოდნელია თუ არა ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი - კიდევ ერთი მუქარის წერილი სამინიტროდან. იმ შემთხვევაში თუ საავადმყოფოს პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნება, მას სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. მედიკოსები ხელისუფლებას მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე აფრთხილებენ. ამ პირობებში შესაძლოა, კლინიკებმა მძიმე ავადმყოფების მიღებაზე საერთოდ უარი თქვან, რადგან ეს მათ სტატისტიკაზე უარყოფითად აისახება. 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. იმ საავადმყოფოებში მოხვედრილ მძიმე პაციენტებს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამიდან ამოიღებენ, სრულად მოუწევთ რეანიმაციის ხარჯების დაფარვა, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. დაფინანსების პროგრამაში დარჩენილი კლინიკები კი ფიზიკურად ვერ შეძლებენ ყველა პაციენტის მიღებას, რაც ავტომატურად სისტემის კოლაფსს გამოიწვევს.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები