საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 30% რეზიდენტია - საგანგაშო სტატისტიკა

02.02.24 20:33
საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების 30%  რეზიდენტია - საგანგაშო სტატისტიკა

 

 

ტურისტების ნაცვლად რეზიდენტები - საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების  30% უკვე რეზიდენტია. ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ერთ წელზე მეტია აქ ცხოვრობენ ან უფრო ბევრი წელი აპირებენ დარჩენას. 

რეზიდენტობის შემდეგი ეტაპი მოქალაქეობის მიღებაა, ეს კი საქართველოში გადმოსახლებული რუსებისთვის, რომლებიც უძრავ ქონებებს და ბიზნესებს ფლობენ, რთული ნამდვილად არ იქნება. 

არსებული რეალობა აჩენს საშიშროებას, რომ მალე საქართველოში გაჩნდება რუსული თემი, ეს კი პუტინს სჭირდება პროვოკაციებისთვის. სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, თუ რუს დიქტატორს მოუნდება, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს საკუთარი მოქალაქეების თითქოს დაცვის მოტივით. ასე მოიქცა პუტინი უკრაინაში, როცა ომი დაიწყო და თქვა, რომ ამას რუსეთის მოქალაქეების გადასარჩენად აკეთებდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები