ჩხრეკა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში - დააკავებენ თუ არა ასოციაციის პრეზიდენტს?
ჩხრეკა საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში. დღეს საღამოს ფინანსური პოლიცია იმ ორგანიზაციაში შევიდა, რომელიც წლების განმავლობაში ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების ჰონორარებს აგროვებდა. ექსკლუზიურ კადრებში, რომელიც "პირველების" ჟურანალისტმა გადაიღო, ჩანს, რომ ოფისიდან მთელი დოკუმენტაციაა ამოღებული, ტომარებშია ჩადებული და გასატანად არის გამზადებული. თავად კობალაძეს კი ჯერ ოფისის დატოვების უფლებას არ აძლევენ.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ასოციაციის შენობაში შესვლა. ფინანსურმა პოლიციამ უკვე ამოიღო ოფისიდან კომპიუტერებიც და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ასოციაციის პრეზიდენტი კი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ბაზარზე კონკურენტი კომპანიის, "გერას" შემოსვლას უკავშირებს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.