რა ხდება საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში - პირველი კადრები ადგილიდან
რა ხდება საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციაში - პირველებმა კადრების გადაღება შეძლო.
რამდენიმე საათის წინ ფინანსური პოლიცია იმ ორგანიზაციაში შევიდა, რომელიც წლების განმავლობაში ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების ჰონორარებს აგროვებდა.
ოფისიდან მთელი დოკუმენტაციაა ამოღებული, რომლებიც ადგილიდან ტომრებით გაიტანეს.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ასოციაციის შენობაში შესვლა. ფინანსურმა პოლიციამ უკვე ამოიღო ოფისიდან კომპიუტერებიც და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. ასოციაციის პრეზიდენტი კი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ბაზარზე კონკურენტი კომპანიის, "გერას" შემოსვლას უკავშირებს.