საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფი გამოკითხვაზეა დაბარებული - კობალაძე დაკავებას არ გამორიცხავს

03.02.24 11:08
საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფი გამოკითხვაზეა დაბარებული - კობალაძე დაკავებას არ გამორიცხავს

5 თებერვალი, ორი საათი - საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფი გამოკითხვაზეა დაბარებული. გიგა კობალაძესთან გამომძიებლებს კითხვები ქართველი მომღერლებისა და კომპოზიტორების ჰონორარების შესახებ აქვთ.    საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის შეფი არ გამორიცხავს, რომ ხელბორკილები მას უახლოეს საათებში დაადონ.

კობალაძე ფიქრობს, რომ ეს საქმე აბსურდია და თეთრი ძაფით კერავენ, მიზეზი კომპანიაა გერაა, რომელიც კობალაძის მტკიცებით, ხელოვანებს ჰონორარებს რუსეთიდან შემოტანილი ფულით უხდის.  

ამოიღეს ყველაფერი, ყველა დოკუმენტაცია, ყველა კომპიუტერი. არ ვიცი, რას ეძებენ. აბსურდულია, რაღაც აბსურდული ბრალდებით, თითქოს იქ რაღაც ფინანსური დარღვევებია, ეს არის სისულელე, იმიტომ, რომ ჩვენი გამჭვირვალობა არა საქართველოში, მსოფლიო მასშტაბითაც ცნობილია. მოლოდნი გვქონდა, რომ დაახლოებით ასე განვითარდებოდა პროცესები, არანაირი პრობლემა არ გვქვსრომ ვუპასუხოთ ნებისმიერ დასმულ კითხვას, თუმცა, კიდევ ერთხე ვიმეორე, რომ ეს არ ემსახურება სამართალს და სამართლიანობას. ეს ემსახურება იმას, რომ შეგვავიწროონ. ეს არის ზუსტად ის, რომ, როგორც იცით, 30 დეკემბერს რუსულმა ორგანიზაციამ მიიღო აკრედიტაცია, დაიწყეს საქმიანობა, თუმცა ამით არ კმაყოფილდებიან და ჩვენი არსებობაც კი აღიზიანებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხელისშემშლელი მათთვის, ვიბრძვით, რომ ქართული კულტურა რუსებს გამოგვლიჯოთ ხელიდან და ამ ბრძოლას ბუნებრივია ვაგრძელებთ", - ამბობს კობალაძე.

გვიან ღამემდე ფინანსური პოლიცია ასოციაციის ოფისში იყო შესული. წაიღეს ფაქტობრივად ყველაფერი - კომპიუტერები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.

გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი  განცხადების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ასოციაციის შენობაში  შესვლა. 

მსგავსი სიახლეები