ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდის

03.02.24 12:02
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდის

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდის. მოძრაობა "აფხაზეთის" ინფორმაციით, უკვე დამონტაჟებულია სატრანსფორმატორო ქვესადგური და აშენებულია ელექტროგადამცემი ხაზები. 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ადასტურებს, რომ სამუშაოების ამ ტემპებით წარმოება საჭიროა იმისთვის, რომ აეროპორტში ბაზა შეიქმნას. არსებობს ცნობები, რომ ამ აეროდრომის მეშვეობით რუსეთი საკუთარ არმიას მისი პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული იარაღით მოამარაგებს. სტრატეგიული ობიექტი უსასყიდლოდ რუსეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შვილს გადასცეს. გეგმის მიხედვით,  წლის ბოლოს სოხუმში პირველი რეისი უნდა დაჯდეს. ასაფრენი ბილიკები ისე განახლდება, რომ დიდი გაბარიტების თვითმფრინავების მიღება შეძლოს.

მსგავსი სიახლეები