ნატა ფერაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

03.02.24 12:23
ნატა ფერაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია

ნატა ფერაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სამოქალაქო აქტივისტის ხუთ დღიანი პატიმრობა უკვე გასაჩივრებულია. მეორე ინსტანციის სასამართლო საქმეზე, სავარაუდოდ, ორშაბათს იმსჯელებს. 

ვასაჩივრებთ, როგორც სამართალდადგენის ფაქტს, ისე ვასაჩივრებთ სანქციის ნაწილში, რომელიც არ არის დასაბუთებული და არ არის პროპორციული. იმედია სააპელაციო გაითვალისწინებს ჩვენს მიერ მოყვანილ არგუმენტებს და სასამართლო იმსჯელებს გამოხატვის თავისუფლებსი ნაწილზე და იმაზე, რამდენად მოხდა ფარგლების დარღვევა, რაზეც ჩვენს საჩივარში არის საუბარი და არ გაითვალისწინებს ერთი მოწმის საფუძველზე, რომ თურმე ფერაძე იქ ყვირდოდა", - ამბობსა დვოკატი.

სადამსჯელო ოპერაცია სტალინის გამოსახულების შეურაცხყოფისთვის -  ნატა ციხეში გაუშვეს. ის საპატრიმროში 5 დღეს გაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ფერაძე წინააღმდეგობის გაწევას არც კი გეგმავდა, ერთი ქალის დასაკავებლად სამოქალაქო აქტივისტის სახლში პოლიციელების მთელი ჯარი მივიდა. 

მსგავსი სიახლეები