ბათუმში საპროტესტო მუხტი მზადდება - თამარ მეფის დასახლების და ორთაბათუმის მოსახლეობა ქუჩის აქციებს აანონსებს
ბათუმში საპროტესტო მუხტი მზადდება - თამარ მეფის დასახლების და ორთაბათუმის მოსახლეობა ქუჩის აქციებს აანონსებს. ადგილი, სადაც ხალხი საბავშვო მოედნის მშენებლობას ითხოვდა, სამშენებლო მოედნად არის გადაქცეული. თუმცა მოედნების ნაცვლად, კორპუსები შენდება.
ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა ამ დრომდე მობილიზებულია. თუმცა სახალხო პროტესტის გამო მშენებელი კომპანია იძულებული გახდა სამუშაოები შეეჩერებინა. იმ შემთვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ხალხისთვის მიცემულ პირობებს არ შეასრულებს, მოსახლეობა რადიკალურ ზომებს მიიღებს.
30 წელი ამ სტადიონით ვსარგებლობით, ახლა ჩაგვიტანეს და ნავთობის მილებთან გაგვიკეთეს ბავშვების სათამაშო ადგილი. თუ მათ სიკეთე უნდოდათ, რა ძვირი დაუჯდებოდათ, რომ ეს ტერიტორია ჩენთვსიდ აეტოვებინათ?