კობალაძეს ზაფხულში თანამდებობის დატოვება სთხოვეს - მიხეილ რამიშვილი "პირველებთან" დახურული შეხვედრის დეტალებზე
რატომ დაინტერესდა საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის მუშაობით ფინანსური პოლიცია? გიგა კობალაძეს "იპოას" ანუ იგივე "გერას" წარმომადგენლები პასუხობენ. ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ კობალაძე ხელოვანების კუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. მეტიც, კობალაძის მოწინააღმდეგეების ვერსიით, გიგა კობალაძე ავტორებისთვის საჭირო დოკუმენტებს მალავდა.
"იპოას" წევრმა მიხეილ რამიშვილმა "პირველებთან" დახურული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, რამიშვილმა კობალაძეს ჯერ კიდევ ზაფხულში სთხოვა თანამდებობის დატოვება დროებით, იქამდე სანამ გამოძიება იტყოდა კონკრეტულ პასუხს, თუმცა კობალაძე მის შეთავაზებას არ დასთანხმდა.
ძალიან ბევრი ხარჯვა აღმოჩნდა უკანონო "ჯი-სი -აის" ადმინისტრაციის მიერ და ამას ადასტურებს ორი აუდიტის დასკვნაც და წესდების თანახმად, ადმინისტრაციული ხარჯვა უნდა ყოფილიყო 20%. როგორც აუდიტის დასკვნის შემდეგ დადასტურდა ეს არის 40-47%. ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და გარკვეული კრედიტებიც კი გაიცემოდა თანამშრომლებზე და ბოლოს და ბოლოს კითხვის ნიშანი დადგა, ეს იყო წევრების მიერ და წევრებზე შექმნილი საავტორო უფლებათა ასოციაცია თუ ვინმეს პირადი დუქანი ან ბანკი, სადაც მიზანმიმართულად სარგებლოდბენ იმ თანხებით, რაც შემოდიოდა. გარკვეული ვალდებულები ჰქონდა "ჯი-სი -აის", ყოფილ საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციას, რომ გადმოეცა დოკუმენდაცია დღევანდელ "იპოასთვის". ჩვენ არ გვაქვს რარაცნაირი მიზანი, რომ მაინცდამაინც ვიღაცა იყოს დაჭრილი, მაგრამ მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა. ის, რომ თითქოს-და ჩვენ ვიღაცის მიერ მართულნი ვართ, ეს არის მტკნარი სიცრუე", - ამბობს რამიშვილი
გვიან ღამემდე ფინანსური პოლიცია ასოციაციის ოფისში იყო შესული. წაიღეს ფაქტობრივად ყველაფერი - კომპიუტერები, დოკუმენტები და ელექტრონული მოწყობილობები.
გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტორებისა და შემსრულებლების ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო სამსახური საქმეს თანხების სავარაუდო მითვისებისთვის აწარმოებს.