რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დიპლომატებს მიმართავენ - მედიკოსები ორშაბათს საელჩოებში წერილებს დატოვებენ
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დიპლომატებს მიმართავენ. მედიკოსები ორშაბათს საელჩოებში წერილებს დატოვებენ. თეთრხალათიანები უმსხვილესი კლინიკის გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ჯანდაცვის სამინისტრო უკან არ იხევს.
ზურაბ აზარაშვილის უწყებას არ გაუვრცელებია არც ერთი განცხადება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დემონტაჟი შეჩერდა.
სამინისტრო ექიმებს საუბარს სთავაზობს, თუმცა კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ შედგა, რადგან ექიმების თქმით, ისინი მინისტრს მანამ არ შეხვდებიან, სანამ აზარაშვილის უწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს არ შეწყვეტს და არ იტყვის, რომ შენობა არ დაინგრევა.
კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან არ შემდგარა 2024 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შემდეგ. მან გამოტქვა ჩვენთან შეხვედრა, თუმცა ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგან სანამ არსებობს შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი, რომ მივიღოთ მათგან შემოთავაზებული ე.წ უპრეცენდეტო კომპენსაციები და არ დავთანხმდებით ამ კომპენსაციების მიღებას, მანამდე ჩვენ სასაუბრო მინისტრთან არაფერი არ გვაქვს", - ამბობს ექიმი.