პროკურატურაში იოსებ მჭედლიშვილი მივიდა - მივა თუ არა ქოლ-ცენტრების გამოძიების კვალი ალექსანდრე ჭიკაიძემდე?
ამ წუთებში, ყურადღების ცენტრშია გენერალური პროკურატურა. შოთაძის უწყებაში იოსებ მჭედლიშვილი უფლებადამცველთან ერთად მივიდა - კაცი, რომელიც იმ კომპანიების არაფირმალური მმართველია, სადაც ფინანსური პოლიცია ორი დღის წინ შევიდა, ჩხრეკა ჩაატარეს და დალუქეს.
კომპანიები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა. ყოფილი პოლიციელი, რომელიც სისტემაში ჭიკაიძის მინისტრობის დროს მუშაობდა და მისი უალხოესი გარმოცვის წევრად ითვლება.
ამის მიუხედავად, მჭედლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც ბიზნესი გადაუბარებია მისთის არავის
"არანაირი კავშირი არ მაქვს ჭიკაიძესთან. საერთოდ არ ვიცნობ ...რა ბიზნესზე საუბრობთ, თქვენი მოგონილი ჭორია, აბსურდია", - ამბობს მჭედლიშვილი
"პირველებს" წყარო უყვება, რომ ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსადრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურილი პირია. ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ყვებიან, რომ მჭედლიშვილი ოფისში ხშირად მიდის, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში თავად არ ჩნდება.
ახლა საინტერესოა, დაადებენ თუ არა ხელბორკილებს მჭედლიშვილს.