ოკუპირებული აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

03.02.24 15:30
ოკუპირებული აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

ოკუპირებული აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

„BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის, ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებისთვის მუშაობს. ასოციაციის მუშაობაში ანგარიშსწორებების ეროვნულ ვალუტაში გადასვლის ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის, რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს გადაიბარა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები