სად მიდის ხალხის ფული გორის მერიიდან?
სად მიდის ხალხის ფული გორის მერიიდან? "პირველების" არაერთი მიმართვის მიუხედავად, ხინჩეგაშვილის უწყება არ ამბობს, რამდენი ლარი გაიცა პრემია-დანამატის სახით უწყების დაფუძნებულ აიპებში.
არსებობს ცნობები, რომ მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეებს ჯილდოს სახით გადასცეს, თუმცა, ვინ რა დამსახურებით მიიღო ან რამდენი ეს ამ დრომდე უცნობია.
700 ათას ლარზე მეტი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ პარტიული აქტივისტებით გადავსებული მუნიციპალიტეტის თანამშრომლების წასახალისებლად. გორში, ქალაქში რომ გავიდეთ, ნამდვილად არაფერი ეტყობა იმისა, რომ თანამშრომლები იდეალურად მუშაობენ. მეტიც, საზოგადოებას კარგად ახსოვს ჩავარდნილი ტენდერები, წლების განმავლობაში ვერათვისებული და ვერდახარჯული ბიუჯეტი", - აცხადებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გორის საკრებულოში ბექა ქორჩილავა.
2023 წლის განმავლობაში ხელფასის გარდა გორის მერიის საჯარო მოხელეებმა ჯამში 727 386,2 ლარი პრემია-დანამატი აიღეს.