საქალაქო სასამართლოში დღეს ხასაიასა და ჩიქობავას სასამართლო ჩაინიშნა
პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
პროცესი 18:30 საათზე გაიმართება.
ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. სააპელაციო სასამართლომ კი გუშინ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ისინი 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას მიმდინარე პროტესტის დროს დააკავეს.