ქოლ-ცენტრების საქმე - დაკავებულია კიდევ ერთი პირი
თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებების სერია გრძელდება - "პირველების" ინფრომაციით, იოსებ მჭედლიშვილის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, კიდევ ერთი პირი (პირველების ინფორმაციით, ქალი) დააკავეს.
არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ხელბორკილები კიდევ რამდენიმე პირს დაადონ, რადგან ცნობილი ხდება რომ პროკურატურაში დაკითხვების ახალი სერია ხვალიდან განახლდება.
ახლა საინტერესოა, გავა თუ არა გამოძიება გავლენიან პირებზე, რადგან, დღეს დაკავებული სოსო მჭედლიშილი ყოფილი ძალოვანია და არსებობს ვარაუდი, რომ თაღლითური სქემის უკან შსს-ს ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე იდგეს. თუმცა უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს.
გამოძიების ინფორმაციით, კომპანიები, სადაც ორი დღის წინ სპეცოპერაცია ჩატარდა, ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული, რეალურად კი მას იოსებ მჭედლიშვილი მართავდა.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ ყოფილი ძალოვანი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ირაკლი ღარიბაშვილის კახური კლანის წევრის ალექსადრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურილი პირია.