ჯარისკაცის თვითმკვლელობა თუ ინსცენირება - რა მოხდა ახაშენის ტყეში

03.02.24 21:50
ჯარისკაცის თვითმკვლელობა თუ ინსცენირება - რა მოხდა ახაშენის ტყეში

 

რა მოხდა ახაშენის ტყეში - 41 წლის ქართველი ჯარისკაცის დედა ამტკიცებს, რომ ირაკლი აფრიამაშვილი 5-მა სამხედრომ სასტიკად სცემა და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ცხედარი ხეზე ჩამოკიდეს. 

ქალს 11 იანვარს დილით დაურეკეს და უთხრეს რომ მისი შვილი გარდაიცვალა. “შაბათის ეთერთან" პირველ ინტერვიუში 21 წლიანი სტაჟის მქონე ჯარისკაცის დედა ამბობს, რომ  შვილის მკვლელობაში იმ წუთიდან დარწმუნდა  როდესაც  ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში მიასვენეს და ქალმა ჯარისკაცის სხეულზე  ათობით დაზიანება და ცემის კვალი აღმოაჩინა. 

მძიმე დაზიანებების  კვალს გარდაცვლილი ჯარისკაცის სხეულზე "შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ფოტოებიც ადასტურებს. ნაჭდევები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ცხედარს  ასეთი ათობით მძიმე  დაზიანება  სახეზე და მთელს  სხეულზე ჰქონდა მიყენებული. 

აფრემაიშვილი მოკლეს, თუ ჯგუფური ძალადობის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს? ამ კითხვებზე საგამოძიებო  უწყებას ჯერ პასუხი არ გაუცია მომხდარიდან 20 დღის შემდეგაც საქმეს გომელაურის უწყება მხოლოდ ერთი -თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით  იძიებს, არადა პოლიციამ იცის, რომ 41 წლის ჯარისკაცი სახლში გარდაცვალებამდე, პირველი ქვეითი  ბრიგადის ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს. 

10 ინავრს ირაკლი აფრემიაშვილი ისვენებდა-მისი ადვოკატი აცხადებს, რომ  საღამოს მასთან პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი ჯარისკაცი ბექა შაშმილოვი მივიდა. სავარაუდოდ ალკოჰოლი მიიღეს. მოულოდნელად აფრემიაშივლის სახლში  კიდევ 4 სამხედრო გამოჩნდა. მათ შორის იყო ჯარისკაცი  რომელსაც  გარდაცვლილ სამხედროსთან დიდი  დაპირისპირება ჰქონდა.

დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენას როგორც ჩანს, ეფრემაიშვლის სახლში დაპირისპირება მოჰყვა - ამ ვერსიას ფოტოების გარდა, შემთხვევის  ადგილზე არსებული გარემოებებიც  ადასტურებს -ეფრემიაშვლის სახლში გამომძიებლებს ყველაფერი თავდაყირა დახვდათ. მათ შორის დამტვრეული ჭურჭლის ნაწილი.კრიმინალისტებმა დალუქეს და საქმის მასალებში ჩადეს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯარისკაცებმა ირაკლი ჯგუფურად სცემეს და თავში მძიმე  დაზიანება მიაყენეს.

ირაკლი ეფრემიაშვლი რომ გარდაცვალებამდე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი იყო ამ ვერსიას კიდევე ერთი გარემოება ამყარებს -საქმის მასალებში  დევს ოთახის ჩუსტები, რომელიც პოლიციამ  ეზოში იპოვა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ის მოძალადეებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ჯგუფურ ძალადობაში მინიმუმ 5 ჯარისკაცი მონაწილეობდა და ცემის დროს კი მათ  ირაკლი აფრემიაშვილი შემოაკვდათ ცხედარი კი ავტომობილით სოფლის განაპირას წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს.

 ადვოკატი ამტკიცებს, რომ გაუჩინარებული სამხედრო ძებნის დროს ცხედარი ტყეში, ერთ ერთმა ჯარისკაცმა იპოვა, ოჯახს ეჭვობს, რომ ეს სწორედ ის სამხედროა რომელიც მანამდე ირაკლი ეფრემიშივლის ცემაში მონაწილეობდა. საეჭვოა ისიც რომ თვითმკვლელობის ადგილამდე მისასვლელ  გზაზე  იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმაპყრობინებდა. ტერიტორია სრულად გადათხრილი და ტალახიან  იყო. ჯარისკაცის ცხედრის კი მიწის ნასახი არსად ჰქონდა.

რა მიზნით  იმყოფებოდნენ აფრემიაშვლის სახლში ჯარისკაცები და რა მოხდა  საბედისწერო დღეს? "შაბათის ეთერი" ამის გასარკვევად  გასარკვევად ბექა შაიშმანოვთან მივიდა. შაიშმანოვი პირველი ქვეითი ბრიგადის ის ჯარისკაცია, რომელიც გარდაცვალებამდე აფრემიშვლტან იმყოფებოდა და სავარაუდოდ ცემის ფაქტსაც შეესწრო.

ჟურნალისტების გამოჩენისთანავე საქმის ოქროს მოწმემ  კარი ჩაკეტა და  არცერთ კითხვას არ უპასუხა. არაერთი მცდელობის მიუხედავად მან კითხვებზე პასუხს თავი გაქცევით აარიდა. 

გაქცეულია და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს არც გიგა გიგაურიც - პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე სოფელ ქვემო სობისიდან - „შაბათის ეთერის" ინფორმაციით,  გიგაური ჯარისკაცის ცემის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. ჯარისკაცის ცემის საქმეში რომ გიგაური ნამდვილად ფიგურებს, ეს მის სოფელშიც იციან. მეზობლები გვიყვებიან, რომ ამ ფაქტს შემდეგ ის ჯარიდან დაითხოვს და სოფელიც მალე დატოვა.

კიდევ ვინ იყო ჯარისკაცის ჯგუფური ცემის ფიგურანტი და შეუწყვიტეს თუ არა მათ უფლებამოსილება, ან იცოდა თუ არა თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებს შორის მხედარი დაპირისპირების ფაქტი და რა რეაგირება მოახდინეს? ამის გასარკვევად, "შაბათის ეთერი" პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა, თუმცა აქ „შაბათის ეთერის" კითხვებს არ უპასუხეს.

თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებს შორის მომხდარი ჩხუბი საბოლოოდ დაადასტურა.  ჯგუფური ჩხუბის ფიგურანტებმა ჩვენი ინფორმაციით, უწყება დროებით საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები