თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა - ვინ არიან დაკავებულები?
თაღლითური ქოლ ცენტრების საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. "პირველებმა" ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. დაკავებულთა შორის ელზა დავი, ანა კვანტალიანი, ნანა კორსავა, ლევან კობახიძე, გიორგი გეგეშვილი, ნონა ფარეხელაშვილი და იოსებ მჭედლიშვილი არიან. ყველა მათგანს უკვე ბრალი აქვს წარდგენილი. ედავებიან ფულის გათეთრებას და თაღლითობასაც.
გამოკითხვების სერია შოთაძის უწყებაში დღესაც გაგრძელდება, სადაც დამატებით კიდევ ორ პირს დაიბარებენ. ესენი იმ კომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ისანში, ჰერბრუკის ქუჩაზე ჩხრეკას დაესწრნენ. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებსაც ხელბორკილები დაადონ.
ჩემი დასაცავი პირები დაბარებულები არიან საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვასთან დაკავშირებით. გუშინწინ იქნენ დაბარებული, ჩვენ ორშაბათს ვაპირებთ, რომ მივცეთ ჩვენება. რაც შეეხება დაკავებას, ამაზე ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ თუ ბრალების მხარეს ექნება მტკიცებულებები სათანადო, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე, რა თქმა უნდა, წარეგდინებათ მათაც ბრალი, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ვართ დაბარებული ამ ეტაპზე მხოლოდ გამოკითხვაზე, - ამბობს ლიკა ბითაძე.
ზუსტად ერთ საათში პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული.