თოვა, ქარბუქი და შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
ხვალიიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. მთელს ქვეყანაში თოვაა მოსალოდნელი - მთაში კი ქარბუქი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვაზე ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი იქნება.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
უამინდობა საქართველოში ოთხი დღე გაგრძელდება.