მოპარული მილიონების საქმე - საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება

04.02.24 15:17
მოპარული მილიონების საქმე - საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი იწყება

მოპარული მილიონების საქმეზე დაკავებულები დიღმის სამმართველოდან გამოიყვანეს. 7 ადამიანი ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოშია და პროცესის დაწყებას ელოდება. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.

შვეიცარიის მოქალაქეებისთვის თაღლითურად თანხების წართმევას დაპატიმრებულები არ აღიარებენ. ბრალდებულები ირწმუნებიან, რომ კონკრეტულმა პირებმა კომპანიების დაფუძნების დროს მათი პირადი მონაცემები გამოიყენეს და საერთოდ არ იცოდნენ რას საქმიანობდა ეს ქოლცენტრები.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშვაედ არ ცნობს და მისი გადმოცემით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეშ გამოყენებულია მისი პერსონალური მონაცემები. სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამოღებულ არცერთ ვიდეოსათვალთვალო მასალაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს, ვინაიდან მას არასდროს არანაირი შემხებლობა აღნიშნულ ოფისთან, არც ამ ოფისის თანამშრომლებთან არ ჰქონია,  - ამბობს ერთ-ერთის ადვოკატი ირმა ჭკადუა. 

დაკავებულების კიდევ ერთი ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმეგ გამოძიებას მტკიცებულებები არ გააჩნია. 

მე ვიცავ ქალბატონ ელზა დავს და ნონა ფარეხელაშვილს. ქალბატონი ელზა საქართველოშ იმყოფებოა ტურისტულად, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ კომპანიებთან, ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნონას, ერთ-ერთ კომპანიაშ მუშაობდა ოფის-მენეჯერის თანამებობაზე. ოფისისთვის ყიდულობდა ფურცლებს, უხდიდა ხელფასს დამლაგებლებს. არცერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან მიმართებაში ნამდვილად არ აქვს გამოძიებას არანაირი მტკიცებულება, - ამბობ დავით ბაქრაძე. 

საქმის პრკურორი მიხეილ სადრაძე კი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს. 

ეს საქმე შეეხება საერთაშორისო მასშტაბით ე.წ. თაღლითურქოლცენტრებს. ამ საქმის გარშემო ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, "ევროჯასთის" ცართულობა ძალიან მაღალი ხარისხით არის ამ კატეგორიის საქმეებზე. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 7 წევრი, თუმცა გამოძიება გრძელდება დაბუნებრივია. უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცებულებების სტანდარტი არის ძალიან მაღალი. ეს მათი უფლებაა (დაკავებულების) აღიარებენ თუ არ აღიარებენ. რაც შეეხება პირებს, ისინი არიან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორები, თუმცა გამოძიება გრძელდება. პროცესის შემდეგ უფრო მეტ განმარტებებს მოგცემთ, - ამბობს პროკურორი. 

მფარველობდა თუ არა უკანონო ბიზნესს და დგას თუ არა ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, - ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან პროკურორმა თავი შეიკავა. 

მსგავსი სიახლეები