რუსეთის მოქალაქე დროებით ოკუპირებულ გაგრაში საბაგიროდან გადმოვარდა და დაიღუპა

04.02.24 14:53
რუსეთის მოქალაქე დროებით ოკუპირებულ გაგრაში საბაგიროდან გადმოვარდა და დაიღუპა

ორენბურგის რაიონის მცხოვრები დროებით ოკუპირებული გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდა და დაიღუპა. ტრაგედია გეგსკის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს შუადღისას მოხდა. ინფორმაციას  აფხაზური მედია ავრცცელებს.

„28 წლის მამაკაცი საბაგიროზე მიდიოდა. რაღაც მომენტში საბაგირო გატყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - უთხრეს მედიას ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

გარდაცვლილის ცხედარი სამართალდამცველებს გადასცეს.

მსგავსი სიახლეები